13:58 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 12:38:24, 900 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაიზარდა

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. 

კანონპროექტს მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არავინ წასულა. 

საკრებულოს გადაწყვეტილებით ავტობუსით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა, მიკროავტობუსით კი 10 თეთრით და 60 თეთრი გახდა.

როგორც ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, საკრებულომ დამატებითი დონაციები მოიძია, რათა მგზავრობის საფასური მეტად არ გაზრდილიყო. 

"გამომდინარე სიტუაციიდან, მინიმალური ზრდა გარდაუვალი აღმოჩნდა. თავიდანვე გარკვეული მონახაზი არსებობდა, თუმცა შევამცირეთ ზრდა მგზავრობის ღირებულების და მოვძებნეთ დამატებითი დონაცია, რომ ეს არ ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული", - განაცხადა ქუთაისის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics