03:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 22:06:34, 738 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალურ პალატასთან სანოტარო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ნოტარიუსთა პროფესიულ კანონმდებლობაში  ცვლილებები, ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის შესრულება, სანოტარო დამოწმებისას ფულის გათეთრების რისკების პრევენცია, რეგიონებში ნოტარიუსების დამაგრება, შშმ პირთათვის სანოტარო მომსახურების გაუმჯობესება  - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს და გერმანიის ნოტარიუსთა პალატების წარმომადგენლებმა  სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს.

გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელმა რიხარდ ბოკმა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარესთან დავით ფუტკარაძესთან და ნოტარიუსებთან, კერძო სამართლის და ნოტარიატის კვლევითი ცენტრის დაფუძნების თემაც განიხილა და ქართულ მხარეს ამ მიმართულებით არსებული გერმანული პრაქტიკა გაუზიარა.

 სამუშაო შეხვედრა ქართულ-გერმანული ნოტარიატის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მასში  მონაწილეობა გერმანელ კოლეგებთან ერთად ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა და ნოტარიუსებმა მიიღეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics