|
2023-01-31 14:08:05, 1559 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი - საქართველო საუკეთესო პირობებს სთავაზობს ბიზნესს
საქართველო საუკეთესო პირობებს სთავაზობს ბიზნესს, აქ მაღალ დონეზეა ბიზნესის დაწყება და წარმოების კულტურა, - ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა მაიკლ ჟდანოვსკიმ განაცხადა. საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტები, ე.წ. ლოკაციის მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის მიზანია საქართველო ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს. მაიკლ ჟდანოვსკის თქმით, საქართველოში არსებული მომსახურების დონე მარტივად გაუწევს კონკურენციას ბიზნესსერვისების მიმწოდებლებს დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან. „საქართველოში შესაძლებელია ბიზნესი სულ რაღაც ერთ დღეში დაარეგისტრიროთ, მთავრობა კი მაქსიმალურად ამარტივებს საერთაშორისო კომპანიებისთვის ქვეყანაში შემოსვლისა და ბიზნესის დაწყების პროცედურებს, რათა უცხოელმა ინვესტორებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი. საქართველო არაჩვეულებრივად კომფორტული ადგილია ბიზნესისთვის. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, ბიზნესის ოპერირებისთვის არა მხოლოდ ხელსაყრელი გარემო, არამედ შესაბამისი კულტურაც გჭირდება. საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, უამრავი მაღალი კლასის სასტუმრო, შესანიშნავი მომსახურება და ადამიანებზე ორიენტირებული ფანტასტიური სერვისებია", - აღნიშნა მაიკლ ჟდანოვსკიმ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)