|
2023-01-24 15:57:58, 1624 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისისა“ და EBRD-ს შორის თანამშრომლობით, რეგიონში პირველად, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ქვეშ, საწარმოების დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში იქნება შესაძლებელი
„თიბისი ბანკი“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აგრძელებენ ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას. ამასთან დაკავშირებით, 13 იანვარს პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ბოუმენმა და „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მეგრელიშვილმა არსებული 58 მილიონ დოლარიანი ვაჭრობის დაფინანსების კონტრაქტის განახლებულ ვერსიას მოაწერეს ხელი. რეგიონში პირველად, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ფაქტორინგის ლიმიტს ადგილობრივ ვალუტაში, რაც „თიბისის“ საშუალებას აძლევს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ტრანზაქციების დაფინანსებას და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ადგილობრივ რესურსებზე ხელმისწვდომობის ზრდას. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, თბილისში და პირადად ვაფორმებ ამ ხელშეკრულებას ჩვენს მრავალწლიან პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტთან, „თიბისი ბანკთან“. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობით, ხელს ვუწყობთ საშინაო და საგარეო ვაჭრობის გაფართოებას საქართველოში.” -ამბობს EBRD-ის ვიცე პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი. TFP მიზნად ისახავს საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობას EBRD-ის დაფარვის რეგიონებში. პროგრამა გვთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს ვაჭრობის გასაადვილებლად, მათ შორის, გარანტიებსა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ ფულად ავანსებს რაც ხელს უწყობს არსებულ მეწარმეებს იმპორტისა და ექსპორტის ვაჭრობის გაზრდაში. EBRD-მა დღეისათვის საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის მეშვეობით, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორშია. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები მოიცავს ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs).
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)