|
2023-01-24 09:11:00, 1626 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩინოვნიკები საზღვარგარეთ შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, საჯარო მოხელეები შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნით საზღვარგარეთ წასვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან ახლა ქვეყანაში დასვენების დრო არ არის. "არსებობს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების ყველა მოხელეს, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონეს. ეს ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, სახალხო ამომრჩეველს, პროკურორებს და ყველას , ვინც უნდა იმუშაოს სახელმწიფოსთვის. მათ, ვისაც ახლა დასვენება უნდათ - საჯარო სამსახურის საზღვრებს გარეთ დაისვენებენ. ჩინოვნიკები საზღვარგარეთ შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ",- განაცხადა ზელენსკიმ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)