09:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-21 18:40:37, 1010 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ჩვენ ვემზადებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებისთვის, რომ საბოლო ჯამში დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი

ჩვენ ვემზადებით ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებისთვის. იმისთვის, რომ საბოლო ჯამში დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს დიდი ხანია საღათას ძილით სძინავს და არ არის ჩართული აქტივობებში, მაგრამ არ უკვირს, ვინაიდან, მისი თქმით, მელია არც 2022 წელს გამოირჩევოდა აქტიურობით, არც პარტიის გაძლიერებაზე ფიქრობდა და არც მოქმედებაზე. 

მან დასძინა, რომ 63 რაიონიდან 50-ზე მეტი მხარს არ უჭერს მელიას.

"წალენჯიხაში ვხვდებით ადგილობრივებს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს, იმ ადამიანებს, ვისზეც დგას ნაციონალური მოძრაობა წალენჯიხაში, ასევე შევხვდი მერს, ვისთან ერთადაც დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული პროექტები...ჩვენ ვემზადებით ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებისთვის. იმისთვის, რომ საბოლო ჯამში დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი.

პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს, დიდი ხანია საღათას ძილით სძინავს. ამიტომ, ის რომ არ აქტიურობს, მე არ მიკვირს. ის არც 2022 წელს ხვდებოდა ამომრჩეველს, არც პარტიის გაძლიერებაზე ფიქრობდა, არც მოქმედებაზე. 63 რაიონიდან 50-ზე მეტი მას მხარს არ უჭერს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics