13:41 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 23:14:06, 1765 ნახვა

ომი უკრაინაში
შარლ მიშელი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას - უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა

ევროკავშირის წევრობის კითხვას პასუხი გაეცა. უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ ეს დაპირება რაც შეიძლება მალე ვაქციოთ რეალობად, - ამის შესახებ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, უახლესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება, უკრაინას კი მეტი თავდაცვის სისტემა, შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა, აღჭურვილობა და ტანკები ესაჭიროება.

"ჩვენ მყისიერად გავაცნობიერეთ, რომ სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედი იდო. სასწორზე ასევე იდო ჩვენი ევროკავშირის ბედი, კონტინენტის მომავალი და ყველაფერი, რისიც სჯეროდათ ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს. ექვს თვეზე ნაკლებ დროში, ივნისში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო: ჩვენ გადავწყვიტეთ, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა. ასე რომ, ევროკავშირის წევრობის კითხვას პასუხი გაეცა. უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ ეს დაპირება რაც შეიძლება მალე ვაქციოთ რეალობად. ვიმედოვნებ, მალე უკრაინელი დაიკავებს ჩემს პოსტს, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტი ან ევროკომისიის პრეზიდენტი

უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ მეტი გჭირდებათ. მეტი თავდაცვის სისტემა, შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა, აღჭურვილობა და თქვენ გჭირდებათ ტანკები ახლავე" - განაცხად შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics