|
2023-01-19 18:23:48, 1797 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის 50-მდე მანქანა მოიპარა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა
რუსეთმა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის 50-მდე მანქანა მოიპარა და აღმოსავლეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა.ამის შესახებ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ევგენი ციმბალუკმა ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform. ციმბალიუკის თქმით, რუსეთის ფედერაციას შეუძლია მიმართოს მსგავს ქმედებებს, რადგან თავს დაუსჯელად გრძნობს. "მოსკოვის კრიმინალური რეჟიმი უფრო შორს წავიდა და კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა ეუთოს წინააღმდეგ, მოიპარა ეუთოს SMM-ის დაახლოებით 50 მანქანა . გავრცელებული ინფორმაციით, ეს მანქანები რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა", - განაცხადა დიპლომატმა. შეგახსენებთ, 16 იანვარს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დონბასში მისი წარმომადგენლები არ არიან და იქ ეუთოს საიდენტიფიკაციო ნიშნების მქონე მანქანები არ გამოიყენება ეუთოს მიზნებისთვის.
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)