|
2023-01-19 16:09:27, 1576 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროპარლამენტმა პუტინისა და ლუკაშენკოს გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების გასასამართლებლად. რეზოლუციას მხარი 472-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 19, ხოლო 33-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი თვლის, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს დიდ ხარვეზს საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუციურ სტრუქტურაში და უნდა ეფუძნებოდეს იმ სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. დეპუტატებმა რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სპეციალურმა ტრიბუნალმა პასუხისგებაში უნდა მისცეს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არამედ ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, მის ხელმძღვანელობასთან ერთად. ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მოსამზადებელი სამუშაოები ad hoc ტრიბუნალზე "დაუყოვნებლად უნდა დაიწყოს" და უკრაინასთან თანამშრომლობით ფოკუსირება მოახდინოს დროებითი ტრიბუნალის მექანიზმების შექმნაზე. ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდეს, განსაკუთრებით ევროკომისიას და ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურს, ხელი შეუწყონ დროებითი პროკურატურის შექმნას. მათ მიაჩნიათ, რომ ამ სამსახურის შექმნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებასა და დევნაში. ევროკომისია ასევე განიხილავს საერთაშორისო პროკურატურის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც გამოიძიებს რუსეთის აგრესიის დანაშაულს უკრაინის წინააღმდეგ. რეზოლუციის ცალკე პუნქტი ეძღვნება რუსეთის სახელმწიფოს სუვერენული აქტივების გამოყენებას უკრაინაში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის კომპენსაციის მიზნით.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)