11:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 17:13:16, 988 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - 12 რეკომენდაციაზეე მუშაობა გრძელდება - არაერთზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე კი გადაწყვეტილებებს ველოდებით

12 პრიორიტეტზე მუშაობა გრძელდება, არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგნლებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ არც ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება და პროგრესი მიღწეული იქნება.

"12 პრიორიტეტზე მუშაობა გრძელდება, არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით. სხვა პრიორიტეტებზე ვიცი, რომ პარლამენტში ამ დროისთვის მუშაობა შეწყვეტილია, რადგან საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელებს, როგორებიცაა ვენეციის კომისია და „ოდირი“, მიმართეს მოსაზრებისთვის. ვიცი, რომ როდესაც ეს მოსაზრება მზად იქნება, მუშაობა განახლდება. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია... გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული და კომისიის მოსაზრება იქნება მიღებული საქართველოს ევროპული მისწრაფების სასარგებლოდ. ამ დროისთვის, არ მსურს, პრობლემებთან დაკავშირებით საუბარი, რადგან ეს სამუშაო პროცესია. ვიმედოვნებთ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება არც ერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI: უნდა შეწყდეს კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ სამართლებრივი ზეწოლა
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics