|
2023-01-18 14:19:14, 1086 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში, ქ. ტოკიოში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ნარჩენების მართვის მიმართულებით იაპონიის გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ვიზიტით იაპონიაში, ქ. ტოკიოში იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამნისტრო ავრცელებს. უწყების ცნობიტ< ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართა მაღალი დონის შეხვედრა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და იაპონიის სახელმწიფოს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა. „იაპონიას ნარჩენების მართვის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება და უმაღლესი სტანდარტი აქვს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება ნარჩენების შეგროვების, სეპარირებისა და რეციკლირების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, შეესაბამება იაპონიაში დანერგილ მიდგომებს, ხოლო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მიმართულებით მიღებული გარკვეული რეგლამენტები თითქმის ანალოგიურია იმ რეგულაციების, რაც იაპონიაში მოქმედებს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის გარემოსდაცვითი სანიტარიული ცენტრის პრეზიდენტმა, ჰიდეკი მინამიკავამ ქართულ მხარეს იაპონიის ნარჩენების მართვის პოლიტიკა და ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავებისთვის ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა ადგილზე გააცნო. სოლომონ პავლიაშვილმა ქ. ტოკიოს ნარიმას მუნიციპალური ნარჩენების ინსინერაციისა და ენერგიის აღდგენის, უკიშიმას მუნიციპალური ნარჩენების ინსინერაციისა და ნარჩენების სეპარირების, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების წინასწარი დამუშავების ობიექტები, ქ. ტოკიოს მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი დაათვალიერა და ქ. კავასაკის ეკომომავლის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ცენტრს ესტუმრა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)