|
2023-01-18 11:59:46, 1683 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - პუტინმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ დღეს გამოაცხადოს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, დღეს მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადოს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, ასევე შესაძლოა, პუტინმა ნაცისტური ბლოკადის დარღვევის 80 წლისთავზე, უკრაინას ოფიციალურად ომი გამოუცხადოს. "პუტინმა, შესაძლოა, გამოაცხადოს მობილიზაციის მეორე ტალღა თავისი არმიის გაფართოების მიზნით უახლოეს დღეებში - შესაძლოა, უკვე 18 იანვარს. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 17 იანვარს განაცხადა, რომ პუტინი სიტყვით გამოვა 18 იანვარს სანქტ-პეტერბურგში ნაცისტური ბლოკადის დარღვევის 80 წლისთავზე. მას მოსწონს სიმბოლური თარიღების გამოყენება რუსი ხალხისადმი მიმართვისთვის. გამორიცხული არაა, რომ ის გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, გამოაცხადოს მობილიზაცია ან ომი უკრაინასთან“,- აღნიშნავენ ISW-ში. ანალიტიკოსების თქმითვე, დასავლურმა სადაზვერვო სააგენტოებმა არაერთხელ გააფრთხილეს უკრაინა, რომ პუტინს იანვრის შუა რიცხვებში მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო და ოქტობერში დასრულდა. როგორც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მაშინ თქვა, აღნიშნულის ფარგლებში, 300 000 ადამიანის მობილიზება მოხდა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)