|
2023-01-18 10:06:58, 1733 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - რუსეთის მოთხოვნა უკრაინისადმი მიუღებელია და მოლაპარაკების საშუალებას არ იძლევა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მოთხოვნას უკრაინის მიმართ, რომლის მიხედვითაც კიევმა „ახალი ტერიტორიული რეალობა“ უნდა აღიაროს, მიუღებელი უწოდა. როგორც ბლინკენმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ეს მოთხოვნები საზიანოა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად. „რუსეთის მოთხოვნა უკრაინის მიმართ, აღიაროს ახალი ტერიტორიული რეალობა, მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას“, - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები უკრაინას აწვდიან ყველაფერს, რაც აუცილებელია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. "ამ ომის, დიპლომატიის, მოლაპარაკებების მდგრადი დასასრულის ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის გაძლიერება ბრძოლის ველზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ", - თქვა მან. ცნობისთვის, კრემლი ამტკიცებს, რომ მოსკოვს შეეძლო უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ამ შეთანხმებების ფარგლებში კიევმა ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობად უნდა აღიაროს.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)