|
2023-01-17 16:07:22, 1565 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობის წევრები EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენს მთავრობის წევრები შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუმართან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. "მხარეებმა მიმოიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები - ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, მოისმინეს ინფორმაცია ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, ჯანდაცვის სფეროში EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სხვა. ყურადღება დაეთმო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკურ, მონეტარულ და ფისკალურ პარამეტრებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს მაღალ და მდგრად ზრდას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)