|
2023-01-17 14:00:59, 1751 ნახვა
ომი უკრაინაში
დნეპრში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
დნეპრში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, ბორის ფილატოვზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მაშველებმა დღეს ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, რითაც გარდაცვლილი არასრულწლოვნების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. „09:46 საათზე, მე-4 სართულზე, დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 1 გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე ამ დრომდე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რუსეთმა დნეპრში მდებარე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბა. სარაკეტო იერიშის შედეგად 79 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი დაშავდა. მომხდარის გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) უკვე დაადგინა იმ რუსი სამხედროების ვინაობა, რომლებიც სარაკეტო იერიშში მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, თავდასხმა ათობით რუსმა სამხედრო მოსამსახურემ განახორციელა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)