|
2023-01-17 10:05:49, 1721 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 031 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 031 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ავრცელებს. როგორც გაეროს უფლებათა ოფიში აცხადებენ, დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაცია ზოგიერთ ადგილას, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება, დაგვიანებულია და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას. "დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით ფართო არეალის ეფექტით, მათ შორის მძიმე არტილერიიდან დაბომბვა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რაკეტები და საჰაერო დარტყმები", - ვკითხულობთ განცხადებაში. მათივე ცნობით, დაფიქსირებული მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შემთხვევების უმეტესობა მოხდა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. "ეს ეხება, მაგალითად, მარიუპოლის (დონეცკის ოლქი), იზიუმს (ხარკოვის ოლქი), ლისიჩანსკის, პოპასნასა და სევეროდონეცკის (ლუგანსკის ოლქი) დასახლებებს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, იყო მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ან დაშავების უამრავი შემთხვევა",- აცხადებენ ორგანიზაციაში. ამასთან, როგორც გაერო-ში აცხადებენ, დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)