|
2023-01-17 09:11:06, 1530 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის შეჭრის დღიდან ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობას 12-ჯერ გადაურჩა - The Independent
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის თებერვლიდან მკვლელობის მცდელობას 12-ჯერ გადაურჩა. ამის შესახებ დოკუმენტალისტი მწერალი კრის უიპლი, უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა The Independent-ის ცნობით, უკრაინაში ვიზიტის დროს, CIA-ს დირექტორმა ბილ ბერნსმა ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. "ბერნსი ომის დაწყებამდე ჩავიდა კიევში, რათა ეცნობებინა ზელენსკისთვის, რომ რუსეთი მის მოკვლას გეგმავდა. ბაიდენმა დაავალა CIA-ს დირექტორს - აშშ-ის ყოფილ ელჩს რუსეთში - მიეწოდებინა ზელენსკისთვის "რუსული შეთქმულების ზუსტი დეტალები" - ამან მაშინვე მიიპყრო ზელენსკის ყურადღება, ის გაოგნებული იყო ამ ამბებით",- წერს გამოცემა. უიპლის თქმით, ამ წარმატებული ისტორიებიდან სულ მცირე ორი აშშ-ს დაზვერვის წყალობით მოხდა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში ბრიტანულმა გამოცემა „თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სულ მცირე სამ მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)