|
2023-01-16 23:43:59, 1709 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ბრიტანეთის დახმარებაზე - ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერია არის ის, რაც უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება
ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერია არის ზუსტად ის, რაც უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს. მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთს ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლასა და გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, და მადლობელია იმ დახმარებისთვის, რასაც უკრაინა ბრიტანეთისგან იღებს. "ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერია არის ზუსტად ის, რაც უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება. გმადლობთ, ბრიტანელებო, ამ ტირანიის წინააღმდეგ საერთო გამარჯვებაში ძლიერი წვლილისთვის " - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა , რომ რუსეთი უკრაინაში ახალ შეტევას ამზადებს, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი კიევს Challenger 2-ის ტანკებსა და ჯავშანტექნიკას გაუგზავნის.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)