11:26 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 23:14:19, 1038 ნახვა

პოლიტიკა
ოლექსიი გონჩარენკომ პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის, ხელმომწერების შეგროვება დაიწყო

რადას დეპუტატმა ოლექსიი გონჩარენკომ ხელმომწერების შეგროვება დაიწყო პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის, დნეპრის დაბომბვის შესახებ მისი განცხადებების შემდეგ.

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რომლის მიხედვითაც, არესტოვიჩი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადოს, რომ "არესტოვიჩის ფანტაზიები სამხედრო თემებზე" მხოლოდ მისი პირადი აზრია. ასევე გონჩარენკომ გაუგზავნა მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, სადაც სთხოვა გადაემოწმებინა არესტოვიჩის განცხადებები, რაც პასუხობს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს.

„რა უნდა გააკეთოს მთავრობამ? 1. არესტოვიჩი უნდა წავიდეს. 2. ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ სამხედრო თემატიკაზე არესტოვიჩის ფანტაზიებს არაფერი აქვს საერთო პრეზიდენტის ოფისის პოზიციასთან. 3. ასევე გაიგზავნა დეპუტატების მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისადმი, რადგან არესტოვიჩის მოგონილი ამბები დნიპროში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც პასუხობს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს“, - განაცხადა გონჩარენკომ.

შეგახსენებთ, დნიპროში რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI: უნდა შეწყდეს კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ სამართლებრივი ზეწოლა
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics