11:28 - 21 Aug, 2026
|
2023-01-13 17:01:57, 1708 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა სოლედარის დაკავების შესახებ რუსეთის ინფორმაციას უარყოფს
უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარის დაკავების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერხი ჩერევატიმ RBC-Ukraine-ს განუცხადა, რუსეთს სოლედარი არ დაუპყრია. "რუსეთის ჯარებმა არ დაიპყრეს სოლედარი. მათი განცხადებები ქალაქის სავარაუდო „აღების“ შესახებ რეალობას არ შეესაბამება", - ამბობს ჩერევატი. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი მათი კონტროლის ქვეშ იმყოფება. უწყება აზუსტებს, რომ ქალაქი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 12 იანვარს დაიპყრეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)