|
2023-01-13 14:18:40, 2067 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ინფლაცია შემცირდება, ეკონომიკური ზრდა 5%-ის გარშემო დასტაბილურდება - მსოფლიო ბანკის ანგარიში
მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წარმატებული განვითარების მაჩვენებელი აქვს, რასაც გონივრული ეკონომიკური მენეჯმენტი ემყარება. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლამდე ეკონომიკური ზრდა წელიწადში საშუალოდ 4 პროცენტს შეადგენდა, თუმცა 2023 წელს, სავარაუდოდ, 4%-მდე შემცირდება და 5%-ის გარშემო დასტაბილურდება. მეორე მხრივ, მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფლაციის კლებას პროგნოზირებს. უახლოესს ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ინფლაციური წნეხი 2022 წლის მეორე ნახევარში შემცირდა, რაც ნელი ტემპით კვლავ გაგრძელდება. ბანკი ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში კრიტიკულ სტრუქტურულ გამოწვევებზეც, განსაკუთრებით სუსტი პროდუქტიულობასა და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნის სირთულეებზე. "მაღალი დოლარიზაცია და გარე დანაზოგებზე მუდმივი დამოკიდებულება კიდევ უფრო აძლიერებს რისკებს. მიუხედავად ამისა, სწრაფმა პოსტპანდემიურმა აღდგენამ და უკრაინაში ომის საწყისი გავლენისგან და მასთან დაკავშირებული სანქციების გამოჯანმრთელებამ აჩვენა საქართველოს ეკონომიკის მზარდი გამძლეობა",- ნათქვამია ანგარიშში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)