|
2023-01-13 10:51:54, 1518 ნახვა
ომი უკრაინაში
ერდოღანი პუტინთან და ზელენსკისთან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საკითხს განიხილავს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მალკოჩმა განაცხადა. მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან დღეს ან ხვალ გაიმართება. „გვსურს ძალისხმევა გამოვიჩინოთ, რომ გავხსნათ ჰუმანიტარული დერეფანი, მე შევთავაზე ეს ჩვენს პრეზიდენტს. ის მიესალმა ამას. მათ დაიწყეს საჭირო სამუშაოები ჩვენი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. მინდა ვთქვა, რომ გვექნება შეხვედრა გარკვეული გაგებით“, - თქვა მალკოხმა. შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა ერდოღანთან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთს პრეზიდენტს ფრონტზე ესკალაციის რისკებზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე ესაუბრა. მათ ასევე განიხილეს თურქეთის შუამავლობით სამხედრო ტყვეების გაცვლა. იმავე დღეს თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან. მან რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა უკრაინაში "ცალმხრივი" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)