|
2023-01-13 09:27:59, 1358 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი უკრაინაში მოგზაურობას და ზელენსკის მონახულებას გეგმავს - The Guardian
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ვიზიტსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონახულებას გეგმავს. როგორც The Guardian წერს, მოგზაურობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს და ჯონსონის პრესმდივანმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მაგრამ გამოცემის თანახმად, ყოფილმა პრემიერმა მეგობრებს განუცხადა, რომ უახლოეს თვეებში გამოცემა წერს, რომ უკრაინული წყაროები ადასტურებენ, რომ ჯონსონი კიევში წასვლას „განიზრახავდა“, თუმცა თარიღებთან დაკავშირებით ჯერჯერობით „კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს“. ეს იქნება ყოფილი პრემიერის მეოთხე ვიზიტი კიევში. ის უკრაინას პირველად აპრილში ეწვია, ხოლო მეორე მოულოდნელი ვიზიტი განახორციელა ივნისში. მესამედ კი, მოგზაურობა აგვისტოში გაიმეორა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)