|
2023-01-12 14:44:17, 1150 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ ჰაზი საქართველოში არ შემოუშვეს - მაქვს კრიტიკული პოზიცია და ვფიქრობ, ეს გახდა ამის მიზეზი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ ჰაზი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. ჟურნალისტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არსებულ კრიტიკულ პოზიციას უკავშირებს. როგორც სეიმურ ჰაზი ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნავს, ილჰამ ალიევის რეჟიმი მას ყოველთვის დევნიდა. გარდა ამისა, ის ხშირად თანამშრომლობდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლთან. "ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი მითხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე. მე ვარ ჟურნალისტი, მაქვს კრიტიკული პოზიცია და ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა ამის მიზეზი. საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალიან ახლო ურთიერთობაშია და სხვა ვერაფერს ვიფიქრებ, ეს არის შეთანხმებული მოქმედება, სხვა მიზეზი არ ვიცი. მე და მუხთარლი ერთად ვმუშაობდით, ეს საქმეები ერთმანეთს ჰგავს", - ამბობს ჟურნალისტი. სეიმურ ჰაზი ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტი იყო, რის გამოც აზერბაიჯანული რეჟიმი მას ყოველთვის დევნიდა. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 12 დეკემბერს რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. 18 სექტემბერს არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. რომანოვი თვლის, რომ ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი შემოდგომაზე გადაღებული სიუუჟეტი იყო, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეხებოდა.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)