22:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 14:32:14, 1356 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერი - სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელი სამხედროების გამბედაობას

ბრძოლები სოლედარისა და ბახმუტისთვის გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება რუსეთის წინააღმდეგ ომში,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერის თქმით, ნატო-ს მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ბრძოლის ველზე.

„ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელი სამხედროების გამბედაობას, რომლებიც იბრძვიან სამშობლოს დასაცავად. ეს ასევე გვიჩვენებს, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გავზარდოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის.

ჩვენი მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ბრძოლის ველზე. ომის ამ გადამწყვეტ დროს, ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ",- განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე  ევროკავშირმა და ნატო-მ გამოაცხადეს სამუშაო ჯგუფის შექმნა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ერთობლივად დასაცავად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics