22:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 16:00:06, 1185 ნახვა

მსოფლიო
ნატო-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თანამშრომლობის მესამე დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.

როგორც ნატო-ს გენერალირმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხელმოწერის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ალიანსის ევროკავშირთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა.

„ჩვენ მოწოდებული ვართ, ნატო-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა შემდგომ დონეზე ავიყვანოთ“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის რამდენიმე დღეში აღება და დასავლეთის გაყოფა სურდა, თუმცა ამ მიზანს ვერ მიაღწია.

„პრეზიდენტ პუტინს სურდა უკრაინის აღება რამდენიმე დღეში და ჩვენი გაყოფა. ორივე კუთხით ის აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა“,- დასძინა სტოლტენბერგმა.

ამასთან, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის მამაც ხალხს.

„რუსეთისგან მომავალი საფრთხე ახლა ყველაზე აქტუალურია, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენ ასევე ვხედავთ ჩინეთს, რომელიც მისი ინტერესების სასარგებლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს. ასე, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი გამძლეობა და ამ ახალი დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი პარტნიორობა გადაგვყავს ახალ დონეზე. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის მამაც ხალხს. გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე იმდენი ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება“,- განაცხადა ლაიენმა.

ცნობისთვის, ეს ერთობლივი დეკლარაცია ორ ორგანიზაციას შორის მესამეა და ეფუძნება წინა ორ დეკლარაციას, რომლებიც გაფორმებულ იქნა 2016 და 2018 წლებში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics