23:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-07 13:36:30, 1126 ნახვა

მსოფლიო
Reuters - რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ აშშ-ს სამ ბირთვულ ლაბორატორიას

რუსული ჰაკერული დაჯგუფება , რომელიც ცნობილია როგორც Cold River, ზაფხულში შეერთებული შტატების სამ ბირთვულ კვლევის ლაბორატორიას დაესხა თავს. ამის შესახებ Reuters-ის ჟურნალისტების , ასევე კიბერუსაფრთხოების ხუთი ექსპერტის მიერ დამოწმებული ინტერნეტ ჩანაწერები მიუთითებენ.

თავდასხმები განხორციელდა აგვისტო-სექტემბერში ლოურენსის სახელობის ბრუკჰავენის, არგონისა და ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიებში. სააგენტოს ცნობით, ჰაკერებმა შექმნეს ყალბი შესვლის გვერდები თითოეული დაწესებულებისთვის და გაუგზავნეს ელ.წერილი ბირთვულ მეცნიერებს, რათა აიძულონ ისინი გამოეცხადებინათ პაროლები. სამივე ლაბორატორიამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე წარმატებული იყო თუ არა ჰაკერების მცდელობები.

Cold River პირველად მოექცა ამერიკის დაზვერვის ყურადღების ცენტრში 2016 წელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე თავდასხმის შემდეგ. Reuters-მა დააფიქსირა ელექტრონული ფოსტის ანგარიშები, რომლებიც გამოიყენებოდა ჰაკერულ ოპერაციებში 2015-დან 2020 წლამდე და მათ მიიყვანეს IT სპეციალისტთან რუსეთის ქალაქ სიქტივკარში.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაკერული ჯგუფი, რომლის შესახებაც არასოდეს გსმენიათ“, განუცხადა სააგენტოს ადამ მაიერსმა, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ფირმის CrowdStrike-ის დაზვერვის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. „ისინი ჩართულნი არიან კრემლის საინფორმაციო ოპერაციების უშუალო მხარდაჭერაში“.

შეგახსენებთ, Cold River-მა გააძლიერა ჰაკერული კამპანია კიევის მოკავშირეების წინააღმდეგ 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics