23:38 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-31 13:18:32, 1330 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლების სახელით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან და პროკურატურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა და ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლების სახელით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს საჩუქრად საკვები პროდუქტები, ტკბილეული და მაცივარი გადასცა. 

წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

აღსანიშნავია, რომ ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში 80 - ამდე ბენეფიციარი ცხოვრობს და საქართველოს პროკურატურა  ყოველწლიურად   სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics