17:20 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 17:50:03, 1424 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი - რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით

პატივცემულო ასლან გეორგიევიჩ! მთელი სულით და გულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება საკავშირო და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. ასე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრედწოდებულ მეთაურს ასლან ბჟანიას ახალი წელი.

პუტინმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია რუსეთისა და აფხაზეთის პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელების საკითხში, მისივე თქმით, საქმიანობის ეს ორმხრივი მოდელი, გამოიწვევს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

"პატივცემულო ასლან გეორგიევიჩ! მთელი სულით და გულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება საკავშირო და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ საქმიანობას ორმხრივი და რეგიონული დღის წესრიგის მიხედვით -  ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას, აფხაზეთის მოსახლეობას კი წარმატებას და წინსვლას" -  განაცხადა პუტინმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics