|
2022-12-27 13:05:00, 1650 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მეთექვსმეტე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - „იდეათეკა“ სოფელ ლამბალოში გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომელიც აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ხელს უწყობს საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. საქართველოს ბანკმა, განხორციელებული ინიციატივების შედეგად, უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, რიგით მე-16 „იდეათეკა“ გაიხსნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. აღნიშნული საგანმანათლებლო მულტიფუნქციური სივრცე გამოირჩევა მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი რესურსებით, რაც შესაძლებლობას აძლევს სოფელში მცხოვრებ 1127 მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა მათი განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურასა თუ რესურსებზე. უფრო მეტიც, „იდეათეკა“ ქმნის სივრცეს, სადაც ყოველდღიურად ტარდება გაკვეთილები, იმართება ჯგუფური პრეზენტაციები და ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკმა“ პროექტ „იდეათეკის“ განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონის 15 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს იდეათეკის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს 7 000-ზე მეტ მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. „იდეათეკები“ გაიხსნა შემდეგ ლოკაციებზე: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები, დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლები, კახეთის საზღვრისპირა სოფელი ერისიმედი და სოფელი საბათლო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)