|
2022-12-26 11:51:59, 931 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული კანონების 30% ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება
თქვენ ახლა ისტორიული მისია გაკისრიათ, რათა ევროპული დედაქალაქები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული საქართველოს პროგრესზე, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ელჩების კონფერენცია 2022"-ის გახსნაზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს. როგორც პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში 2022 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა მიიღო და გამოწვევებსაც ღირსეულად უპასუხა. "2022 წელი ისტორიული მნიშველობისაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ჩვენი წინაპრებისა და თაობების მიერ სისხლით მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მომავლის ბეჭედი მტკიცედ დაასვა ევროკავშირის მიერ აღიარებულმა ევროპულმა პერსპექტივამ. განხორციელებული რეფორმებითა და წინგადადგმული ნაბიჯებით ჩვენი სახელმწიფო ამ მომენტამდე გეგმაზომიერად მიდიოდა, თუმცა რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ამ პროცესში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ასე მალე შევიდოდით. ამის მიუხედავად, სახელმწიფო სრულად მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას. ევროკავშირის წევრობის აპლიკაციის გადმოცემის შემდეგ, მთელი ქვეყანა ჩაერთო ამ საქმეში. სახელმწიფო უწყებებმა და საჯარო მოხელეებმა უმაღლეს დონეზე იმუშავეს და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დამოუკიდებლად შევძელით უმოკლეს ვადებში გაწევრიანების აპლიკაციის შევსება... ველოდებით შეფასებას კითხვარის მეორე ნაწილზე და გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება პოზიტიური შეფასება", - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გზაზე უზარმაზარ ძალისხმევას დებს - მიმდინარე წელს, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების 30% სწორედ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება. "მსგავსი პასუხისმგებლობით ვასრულებთ ევროკავშირის რეკომენდაციებსაც. საქართველოს პარლამენტის კოორდინაციითა და სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, უზარმაზარი ძალისხმევა გავწიეთ. გავაანალიზეთ საქართველოსა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ჩარჩოები და პრაქტიკა, დავაინიცირეთ, განვიხილეთ და მივიღეთ შესაბამისი ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული კანონების 30% ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება. რიცხვობრივად, 82 კანონი-ცვლილება მივიღეთ იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულებულიყო. დარჩენილია რამდენიმე საკითხი. იმედი გვაქვს, ევროკავშირი ამ ძალისხმევას სათანადოიდ დააფასებს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)