|
2022-12-26 10:38:29, 937 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მორიგი იდეათეკა სოფელ საბათლოში გაიხსნა
„საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უკვე მე-15 იდეათეკა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში გახსნა. ამიერიდან საბათლოს საჯარო სკოლის 66 მოსწავლეს, სადაც 50 ეთნიკურად სომეხი და 16 ქართველი ბავშვი სწავლობს, ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფუნქციური და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსით. „მოხარული ვართ, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში იდეათეკების პროექტი უკვე მე-15 სკოლაში განვახორციელეთ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ არაფორმალური და ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. ასევე, გავზარდოთ საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და წიგნიერება. შევძლოთ მოვახდინოთ კითხვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მოტივაცია და შევუქმნათ ჯანსაღი, კომფორტული საგანმანათლებლო გარემო. ამ დროისთვის უკვე 7 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. იდეათეკაში ეწყობა ყოველდღიური გაკვეთილები, ჯგუფური პრეზენტაციები და ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსწავლეების მეტ ჩართულობას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების აქტიურ რეჟიმში განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზდამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკმა" განათლების მხარდასაჭერად „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ბანკის მხარდაჭერით იდეათეკები 6 სხვადასხვა რეგიონის 15 საჯარო სკოლაში უკვე გაიხსნა. ესენია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები (დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი), თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1, უდაბნოს, ერისიმედისა და საბათლოს საჯარო სკოლები.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)