19:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 10:55:40, 1088 ნახვა

პოლიტიკა
მარკ ფეიგინი - გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას დაველოდებით

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს პასუხობს და წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასახმარებლად გეგმა უკვე არსებობს. 

როგორც ფეიგანი “ტვიტერზე” წერს,  გეგმის განხორციელებამდე საქართველოს ხელისუფლების რეაქციას დაელოდება. 

“მიხეილ სააკაშვილის გუშინ გამოგზავნილ წერილთან და ტოქსიკოლოგის დასკვნასთან დაკავშირებით მისი მოწამვლის შესახებ. ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად, მაგრამ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას. თუ არაფერი მოხდება, მაშინ ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას. მაგრამ! ყველა უნდა იყოს ჩართული ამ გეგმაში!”,- წერს რუსი უფლრბადამცველი. 

ცნობისთვის, გუშინ, 24 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ “პუტინმა გასცა მისი ციხეში მოკვლის ბრძანება, რაზეც ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დაადგინეს, რომ ციხეში მოიწამლა”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics