|
2022-12-20 13:27:58, 1824 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერიის თანამშრომლებს წარუდგინა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და დაგეგმილი პროგრამული სიახლეები, ქალაქ ბათუმის მერიაში, მერის წარმომადგენლებს და მერიის თანამშრომლებს გააცნო. გეგმის თანახმად 2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარით გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება. შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე ამოქმედდება რამდენიმე ახალი პროგრამა. ,,შეხვედრის მონაწილეებს, რომლებიც უშუალო კავშირში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათი მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი სიახლეები და ცვლილებები გავაცანით. განვიხილეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს DRG მოდელის ამოქმედების საფუძველზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რიგ პროგრამებში განხორციელებული თანადაფინანსების მეთოდი. ასევე, ის ახალი პროგრამები, რომლებიც 2023 წლიდან ამოქმედდება“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. შეხვედერას ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ესწრებოდნენ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)