06:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 19:06:06, 1433 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე აშშ-ს დასაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ნიუ-იორკში  შრომის თემატიკაზე მომუშავე დასაქმებულთა გაერთიანებებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ნიუ-იორკში კომუნიკაციების მუშაკთა ამერიკული პროფკავშირის, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის პროფკავშირების ადგილობრივი ოფისის, შრომისა და ურბანული კვლევების CUNY-ის სკოლისა და კორნელის უნივერსიტეტის ინდუსტრიული და შრომითი ურთიერთობების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.  

მხარეებმა განხილეს დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სასამართლო პრაქტიკა, მიმდინარე გამოწვევები შრომით ურთიერთობებში და სამომავლო გეგმები. 
შეხვედრები ორგანიზებულ იქნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნიუ-იორკის პროგრამის ფილიალის მიერ.

ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით,  საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში ხორციელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics