23:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 13:53:50, 904 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - დრო, როდესაც პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ, ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში, 2012 წელს დასრულდა

„ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ, ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ არა, დასრულდა 2012 წელს", - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს პარლამენტის სხდომაზე.

როგორც პაპუაშვილმა პლენარულ სესიაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრს უსმენენ, განაცხადა, პარლამენტის ყველა წევრი ვალდებულია, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაიცვას.

„ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, რომ თქვენ, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ხართ დაიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დაიცვას პარლამენტის ყველა წევრმა. თქვენი განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, როცა ამბობთ თუ ვინ სად აგებთ პასუხს. ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ არა, დასრულდა 2012 წელს. ეს არის პრობლემა, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ პლენარულ სესიაზე მისულ იუსტიციის მინისტრს უთხრა:

"მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics