07:25 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 13:50:07, 966 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩის შესახვევის რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩა N191-თან არსებული შესახვევის ბოლო მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 90 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო და ბეტონის გზა დაიგო. ამ ეტაპზე, ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. 

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ მისამართზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა. გასულ წელს ამ შესახვევის დასაწყისი მონაკვეთი მოვაწესრიგეთ, ახლა კი ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 297 480 ლარი გამოყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics