00:52 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 12:45:33, 991 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - სისტემამ გაიფარჩაკა თავი, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, ვერ გამტეხავთ

სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ  ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას.

მისი თქმით, რაც არ უნდა მოუვიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით

"გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? 

ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით. და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდოს.

რაც შემეხება მე, შეგიძლიათ, განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ",- წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს.

უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics