|
2022-12-14 19:09:25, 2199 ნახვა
ეკონომიკა
2023 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 330 მილიონ ლარს აჭარბებს
2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება. პროექტის საბოლოო ვარიანტში, სამინისტროსთვის დამატებით გამოყოფილია 355 მილიონი ლარი და ჯამური ასიგნება 3 მილიარდ 330 მილიონ ლარს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით,200 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ტურიზმს, რომლის პოტენციალის გასაზრდელად, აუცილებელია ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბება და არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დამატებითი თანხების გამოყოფა; 100 მილიონი ლარი გათვალისწინებულია რეგიონებში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. მომდევნო წლებში ამ მიმართულებით ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა; 25 მილიონი ლარი მიიმართება 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებაზე; 30 მილიონი ლარია დამატებით გათვალისწინებული განახლებული რეგიონების პროგრამის დაფინანსებაზე.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)