|
2022-12-14 10:36:41, 1738 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით მსხვილფეხა საქონლის ფერმის მშენებლობა დაფინანსდა
ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აქტიურად აგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ფერმერული მეურნეობის მხარდასაჭერად, შპს დორანი ფერმა, 1.5 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსდა. ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ჩართულობით, ახმეტის რაიონ სოფელ მატანში, აშენდა და კეთილმოეწყო მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ფერმა, ასევე, საქონლის კომბინირებული საკვების მოსამზადებელი კომპლექსი და საწველი სივრცე. ფერმაში დამონტაჟდა სამაცივრე რეზერვუარები. შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, კომპანიამ, გერმანიიდან 100 ერთეულამდე შვიცის ჯიშის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონელი ჩამოიყვანა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს რძისა და ყველის პროდუქტების ქართულ მწარმოებლებთან და, ყოველდღიურ რეჟიმში, ახორციელებს რძის ჩაბარებას. „მესაქონლეობის წამოწყების იდეამდე, სოფლის მეურნეობასთან შეხება არ მქონია. პარტნიორებთან ერთად, ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დავიწყეთ ფერმის მშენებლობა. ძირითადი ბლოკების აშენების დასრულების შემდგომ, უკვე მზად ვიყავით საქონლის მისაღებად და ძირითადად შვიცბრაუნის ჯიშის მაღალპროდუქტიული მერძეული საქონელი ჩამოვიყვანეთ. ამ ეტაპზე, დღე-ღამეში 3 ტონამდე უმაღლესი სტანდარტების შესაბამის რძეს ვიღებთ და სამომავლოდ ამ მაჩვენებლის ზრდას გვეგმავთ.“ - აღნიშნა დორანი ფერმის დირექტორმა, მამუკა წილოსანმა. „ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირებისა და კომპანიების მხარდაჭერა და ფერმერული მეურნეობების განვითარება წარმოადგენს. ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. ეკონომიკურად გამართული ყოველი ახალი პროექტი და შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი და დორანი ფერმის პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ მასშტაბებს მიაღწევს.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)