09:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 11:22:34, 1027 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს რეაბილიტაცია უტარდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ქუთაისის რაიონული სამსახურის შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის რაიონულ სამსახურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებით დაპროექტებული ცენტრი ექნება, სადაც პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა იქნება შექმნილი.

მათივე ცნობით, ქუთაისის რაიონული სამსახურის შენობის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ისახავს მიზნად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics