13:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-04 11:18:21, 921 ნახვა

საზოგადოება
ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის შედეგად ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდა

სამართლებრივი ფორუმი, რომლის მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, წელს პირველად ჩატარდა და ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებით დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ შეაჯამა. თამარ ტყეშელაშვილმა ფორუმის მონაწილეებს – საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების, სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს – ნაყოფიერი და საინტერესო მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი დეკლარაციის  მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციამ შეხვედრები გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძესთან.

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მას საქართველო და აზერბაიჯანი მორიგეობით უმასპინძლებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics