16:01 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 10:35:29, 866 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა „რეგიონული კონფერენცია - ცივი ჯაჭვის მართვა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ღონისძიების ორგანიზებისთვის და ყურადღება კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მოხარული ვარ, რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, ქართველ მეწარმეებთან ერთად, მივესალმო ფერმერებს მეზობელი აზერბაიჯანიდან. აღნიშნული კონფერენცია განსაკუთრებულია თავისი მასშტაბით და მიზნებით. მოგეხსენებათ, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ არაერთ პროექტს ახორციელებს. ვფიქრობ, კონფერენცია ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის და სავაჭრო კავშირების გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„მოგეხსენებათ, კავკასიის რეგიონში პირველად იმართება ცივი ჯაჭვის მართვის კონფერენცია.  ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. გლობალური გამოწვევების - კოვიდ პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ქვეყნებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებაში. ვფიქრობ, სამაცივრო მეურნეობების განვითარება და პროდუქციის წარმოების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს“, - განაცხადა USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიკა ოლსონმა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, სურსათის ლოგისტიკის მსოფლიო ორგანიზაციის (WFLO) და საქართველოს სამაცივრო მეურნეობებისა და ლოგისტიკის ასოციაციის (GCSLA) მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანს სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა და რეგიონის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება წარმოადგენდა.

კონფერენციას სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან სამაცივრო მეურნეობების, საცალო ვაჭრობის კომპანიების, ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის, ტრანსპორტირების, და სხვა სერვისების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები და იმპორტ-ექსპორტის ბროკერები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics