15:53 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 09:29:33, 1300 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ანძა ცისარტყელას ფერებში აინთო, სრული სიცრუეა

თბილისის მერია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო და აცხადებს, რომ ინფორმაცია სიცრუეა.

მერიის განცხადების თანახმად, თბილისის ანძა "მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობასთან” დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, შესაბამისი პროექტის ლოგოს ფერებში განათდა.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი - "მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა" 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)”,- აღნიშნავს მერია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics