17:02 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 15:35:46, 909 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, სეულში იმყოფება

ზურაბ აზარაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, სეულში იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრი გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის (GHSA) რიგით მეშვიდე მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.

გახსნით ღონისძიებაზე, ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. მინისტერიალზე ისაუბრეს პოსტ-კოვიდ ეპოქაში GHSA პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობებზე - პანდემიის მართვის, პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებში შეძენილი გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ვირუსული ინფექციების მართვის საკითხებზე და ამ მიზნით, იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის გაძლიერების შესაძლებლობებზე. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, კორეის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურიც იმყოფება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics