|
2022-11-25 13:54:54, 1621 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან, ასევე შშმ სტატუსის მქონე ბავშვების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრი ნინო ნიჟარაძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ინდირა ნაკაიძემ 2023 წლის სარეაბილიტაციო პროგრამებში დაგეგმილ ცვლილებებსა და ახალ პროგრამებზე ისაუბრა. „მომავალ წელს სამინისტრო გეგმავს ახალი პროგრამის ამოქმედებას, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. ახალი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 2 000 ლარის ოდენობით ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შშმ სტატუსის მქონე მშობელზე და შშმ სტატუსის მქონე ორსულ ქალებზე. ყველა პროგრამა მომდევნო წელშიც გაგრძელდება, იზრდება როგორც მათი დაფინანსების მოცულობა ისე მოსარგებლეთა რაოდენობა“, - აღნიშნა ინდირა ნაკაიძემ. შეხვედრაზე, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა მაია ქათამაძემ, აუდიტორიას პრეზენტაციის სახით წარუდგინა პროექტი - ,,მე მაქვს უფლება ... დამხმარე ტექნოლოგიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამსახურში, მათი დამოუკიდებელი ცხოვრების, უკეთესი განათლების, შრომისა და დასაქმების ხელშესაწყობად“. პროექტის მიზანია, კანონის იმპლემენტაციის ფარგლებში დამხმარე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობის გამოკვეთა ადგილობრივ პროგრამებში და სარეაბილიტაციო ცენტრების საქმიანობაში. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპეციალისტები, მშობლები, არასამთავრობო სექტორისა და სამინისტროს წარმომადგენლები.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)