09:28 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 17:13:22, 1144 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, გალში ქართული მინერალური წყლის კონტრაბანდა აღმოაჩინეს

ქალაქ გალში, კომუნალურ არასაცხოვრებელ ფართში ქართული მინერალური წყლის კონტრაბანდა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მასალები იურისდიქციაში გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს.

"აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლები, საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად,  ქალაქ გალში, დაათვალიერეს ეზოში მდებარე კომუნალური არასაცხოვრებელი ფართი, სადაც აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმოშობის მინერალური წყლის პარტია - 192 ბოთლი", - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics