|
2022-11-22 15:26:45, 1570 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგ-სემინარები გრძელდება
აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საგანმანათლებლო პროგრამები მიმტანების მუშაობის ძირითადი პრინციპების, სასტუმროებსა და კვების ობიექტებში გაყიდვების მართვის, ასევე ადმინისტრატორ-რესეფშენისტების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით განაახლა. ტრენინგების სერია მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული სწავლებით გაიხსნა, რომელზეც სერვისის სტანდარტები, რესტორნის სტრუქტურა, მომსახურების თანმიმდევრობა, კომუნიკაციის ფსიქოლოგია, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ალგორითმი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამაში რეგიონში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებია ჩართული. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარებს სექტორს ყოველწლიურად სთავაზობს. მხოლოდ მიმდინარე წელს, რეგიონში ტურიზმის სფეროში დასაქმებული 800-მდე პირის გადამზადება მოხდა. ტრენინგები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მას საჯარო ლექციები დაასრულებს, რომელშიც ცნობილი სპიკერები იქნებიან ჩართულები. ტრენინგ-სემინარებზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge-ზე უნდა გაიარონ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)