15:40 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 17:28:44, 792 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი ხაბეიშვილზე - არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ ცნობილი პოლიტიკური ტაკიმასხარაა

როგოც ჩანს, მრავალდღიანი ყოყმანის შემდეგ, ცნობილმა პოლიტიკურმა მასხარამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიიღოს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. 

ამილახვარის თქმით, ხაბეიშვილის არჩევის შემთხვევაში, ეს იქნება დიაგნოზი თუ რამდენად გამოცლილია „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური, ისე ინტელექტუალური რესურსით.

„როგოც ჩანს, მრავალდღიანი ყოყმანის შემდეგ, ცნობილმა პოლიტიკურმა მასხარამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიღოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა. ხაბეიშვილის არჩევის შემთხვევაში და ვფიქრობთ, რომ დიდი ალბათობით ეს ასეც მოხდება, ეს არის პირდაპირ დიაგნოზი ნაციონალური მოძრაობის, თუ რამდენად გამოცლილია „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური, ისე ინტელექტუალური რესურსებით და საზოგადოებას თავისი თავმჯდომარის პოსტზე სთავაზობს იმ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაუკეთებია თავის ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ არის ცნობილი პოლიტიკური ტაკიმასხარა“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა უკვე წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics