08:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 16:07:16, 1096 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვა - ჩვენი რაკეტები მხოლოდ უკრაინის სამიზნეებს ხვდება, საზღვრიდან სულ მცირე 35 კ/მ-ის დაშორებით

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში მომხდარ აფეთქებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის საზღვრის მახლობლად სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

უწყების მტკიცებით, რუსეთის დარტყმები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს ხვდება და უახლოესი სამიზნე უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან სულ მცირე 35 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

„ნანგრევების ფოტოებიდან რუსი სამხედრო ექსპერტების მიერ ცალსახად იქნა იდენტიფიცირებული უკრაინული S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემის მართვადი საზენიტო რაკეტის ფრაგმენტები“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics